|
სული თან გაჰყვა გადასულ ზღაპარს, გული აქ დარჩა ტანჯვით ნასეტყვი, და დავცქერ ახლა ხავს-დაკრულ ნაპრალს, მაგრამ უფსკრული ჩემს წყლულს რას ეტყვის?
თითქო ქვებს ჰყრიან ცის კამარიდან. და ისმის ხმები ისეთნაირი, ვით გამოხმობა ცივ სამარიდან.
და გზას მიკენჭავს თავის ქალებით.. ოჰ, თუ ამ ღამემ დიდხანს გასტანა, ვგრძნობ, მეც სიგიჟის დამწვავს ალები!
თან რომ დამდევენ სისხლიან დაშნით... რომ შევაფარო თავი იმერეთს ჩემს გულის წუხილს განა ის-დაშლის?
მასაც ჩემსავით ეს ბნელი ღამე შემოხვევია სულის მღრღნელ გველად, და მარტვილს უხმობს: „მითხარი რამე!“
უთხარი რამე ჭაღარა გელათს: კაეშნის სუსხმა რომ ვერ დათრთვილოს, იმედის ცეცხლი აუნთე მწველად! |
| პოეზიის გვერდი • • • |


