კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 03:45

 

რაღაც საერთო, წრფელი, ორმხრივი - 

მყუდრო კუნძულზე ჩადგმულ ქოხივით - 

ქოხივით, რომლის ღია კარებშიც

ვერ შეიხედავს უცხო თვალები -

როგორ გვაკლია!

მშვენივრად ვიცით.

ამიტომ სანთლის უმწეო ციმციმს 

ხელებს ვაფარებთ, რომ ავმა ქარმა 

არ დაუბეროს. ან უცხო მგზავრმა 

თვალი არ გვკიდოს ბოროტი მზერით...


ჩვენს ქოხს ახდილი ჭირდება ჭერი, 

რომ ვარსკვლავებმა გააბან სხივი, 

რომ იმ სხივების ნათელი ცივი 

გულში ამღერდეს შვებისმომგვრელად,

თავისთვის, როგორც ჭრიჭინობელა 

მღერის და ღამეს სიცოცხლით ავსებს...

თუ გულგრილობის ავარდა ქარი, 

რომ არ გაჭირდეს გამოსვლა გარეთ..

ჩვენს ქოხს ფოთლების ჭირდება კარი,

ვინ დაუკეტავს სიყვარულს კარებს?!


ჩვენს ქოხს კედლები ჭირდება წნელის, 

რომ მზის მხურვალედ გაწვდილი ხელი 

შემოიპაროს ამ კედლებს შორის...

რომ ვიყოთ ქვეყნად მარტოდენ ორი 

და ჩვენთან იყოს ქვეყანა მთელი!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen