კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 03:45

 

მზეს იალქანს გამოვაბამ -

ცისარტყელას იალქანს.

მთვარესა ვთხოვ ვერცხლის გვირგვინს

და სილაღეს - ნიავქარს,


მეგზურობას - ფრთათეთრ პეპლებს,

ფიფქებივით პატარებს...

წამიყვანე, მზის ხომალდო,

ცხრა მთა გადამატარე.


- ამ ხომალდზე ყველას ვიწვევ,

ვინც კი ჩემი ტოლია,

ზევით ცაა, ცა კრიალა,

ქვევით მწვანე მოლია.


ჩვენი დღესასწაულია,

აბა დელი დელია,

გესმით, გესმით, ჩიტუნებიც

მშვიდობაზე მღერიან,


სიკეთეზე მღერიან და

სიყვარულზე მღერიან,

შეხეთ, ზეცა ია-იის,

ია-იის ფერია.


მზის იალქნით დავქრით ცაში,

ქარებს ვეთამაშებით,

გაღიმებულ მზეებს ვხატავთ

მთელი ქვეყნის ბავშვები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen