|
კვლავ შავი ბინდი ჩამოწვა მთებზე, ღამეში შენი დალალი როკავს, გული კი მაინც ლოცულობს შენზე, გული, რომელიც უგულოდ მოჰკალ.
ელვა გრგვინავს და მთებსაც აჭექებს, სული კვლავ შენი ლანდებით თვრება, სული, რომელიც ასე აჩეხე.
(ყოველთვის ვდევდი ამო იმედებს), ოცნება შენსკენ მოილტვის მაინც, ოცნება - შენ რომ გამოიმეტე.
სადა ხარ, ჩემთა თვალთა დამვსებო, მაინც შენია ჩემი არსება, არსება, შენთვის რომ არ არსებობს. |


