კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 03:45

 

მე მოვედი და მოვიტანე სურნელი ქალის,

ტრფობით და ვნებით ავსებული შლეგი სხეული,

მზედაკრულ მკერდზე აბურცული საკოცნი ხალი

და ლტოლვა, ლტოლვა მამრისაკენ მდედრისეული.


შენ მოხვედი და ჩამიქსოვე სულში ტკივილი,

ყველა იმედი დამიკოცნე სუსხიან ბაგით,

შემომახვიე მარტოობის ცივი კივილი

და ეხლა ასე უსასოო, შილიფი კაბით


ვდგევარ სფინქსის წინ მუხლმოყრილი, როგორც მეძავი,

უტყვ პირამიდებს შუაღამის ელვა ანათებს,

შენზე ფიქრები სიძულვილის კარებს ლეწავენ

და ცხელ ქვიშაში აგორებენ ბედის კამათელს.


შაში... დუშაში... უეჭველად აზარტიც მოვა,

სპილოსძვლისფერი დათამაშებს თითების ჩრდილში,

მე მოვედი და მოვიტანე ალერსის თოვა,

შენ მოხვედი და მომიტანე წაგების შიში...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen