კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 03:53

 

ის ნაკვალევი შემოდგომის მდინარეებმა დაინაწილეს,

ის სუნთქვა ზამთრის ქარიშხლებმა თან წაიყოლეს,

აღარაფერი დარჩენილა - თებერვლის სუსხში

მოწყენილ ბაღთან სამასი წლის ყვავი ყრანტალებს.

ზამთარი მოდის, გრძელი და ცივი

და ერთი ლუკმა სითბო მაინც შევთხოვოთ გამჩენს,

ყვავი გაფრინდა,

მშვენიერი ყვავი გაფრინდა

სიცივეების წმინდა მხარეში,

ხოლო იმ წუხილს ვარსკვლავები მოგიყვებიან,

ოღონდ ახედე და იფიქრე გზის დასასრულზე

და ქვაფენილიც ის გაშლილი ხელისგულია

სადაც ვკითხულობ ჩვენს დამარცხებას.

გაუთენარი დღეები გზაფრავს,

ვერ ამობობღდი ბინდის ხაროდან,

ჩაგძახი, როგორც ჭერახდილი საფლავს

სადაც ბავშვივით მოგიხაროდა.

ჩაგძახი, თუმცა ამაოდ ვბილწავ

სიტყვას, გულზე რომ გამხია კეცად

და ზეცასავით იხსნება მიწა

და მიწასავით ღამდება ზეცა.


ჩემ შიგნით ორმო ამოვთხარე, - მითხრა გლახაკმა

ახლა იმ ორმოს ფსკერზე ვდგავარ

და მთელი დღე ვცეკვავ გიჟივით.

- ნუ დაესწრებით მეგობრებო, ამ დღესასწაულს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen