|
ნუ არხევ, მესკიავ, გადაფრინდი - ალუბალს ტოტები დათრთვილვია; ყველა ეგ ცოცხალი მარგალიტი მისხლობით აწონილ დათვლილია...
უზომოდ, უამრავ ავგაროზად, რამეთუ ჩვენც ასე პაწიები მოვჩანვართ ვეება სამყაროსთან.
ჯადოსნურ წრესავით უსასრულო, სივრცეში გაგვფანტავს უსათუოდ და თრთვილით დაგვფარავს სიკვდილამდე. |
| პოეზიის გვერდი • • • |


