|
როდის ასწრებო, როდის წერო, მეკითხებიან, ხელში სულ მუდამ ღვინით სავსე ჭიქა გიჭირავს, მეკი ვსვამ, მაგრამ, უმეტესად სხვები თვრებიან, ვეღარ უძლებენ ყანწს ჯიხვისას, თიხის ჭინჭილას. მომხდარა ბევრჯერ, სუფრა სევდის გამიძარცვია, და სუფრა ჭირის მიქცევია ლხინად, საჩემოდ, დაიმახსოვრეთ, ვინც ღვინოს სვამს, კარგი კაცია, ის ვინც არა სვამს, საფლავშიაც არ გაჩეროთ. |


