კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 02:07

 

 

იტალიური ყავა მთელს მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა კუპაჟირებული ყავის სახეობებს შორის. მისი გემო ენით აუწერელია - უნიკალური, ბალანსირებული, დომინირებადი აქცენტების გარეშე და სრულყოფილი.

არომატული ყავის მარცვლები პირველად იტალიის ტერიტორიაზე მე-XVI საუკუნის ბოლოს, გენუელი ვაჭრების წყალობით მოხვდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხმელთაშუა ზღვის ყველა ქვეყანაში ყავას ოქროს ფასი ჰქონდა და არც იტალია იყო გამონაკლისი. ყავის პოპულარობამ მთელი იტალიური ბომონდის ყურადღება მიიპყრო, რომელიც იმ პერიოდში განსაზღვრავდა მოდას მთელს ევროპაში.

1750 წელს, ვენეციაში პირველად მოადუღეს იტალიური ყავა და მალე სასმელი ქალაქში ყველაზე პოპულარული გახდა. შემდგომში, ყავის მირთმევა - ვენეციელი, ფლორენციელი, მილანელი დიდებულების სუფრაზე სათითეების მსგავსი ოქროს პატარა ჭიქებით დაიწყეს.

პირველი იტალიური ყავა ძალიან მაგარი იყო და მას შაქრის გარეშე მიირთმევდნენ.

1763 წელს ვენეციაში უკვე 200-ზე მეტი ყავახანა იყო, ხოლო ყავას განიხილავდნენ როგორც უნიკალურ სამკურნალო საშუალებას.

თვით რომის პაპმა კლემენტ VIII- ე, რომელიც აღაფრთოვანა სასმელის გემომ და თვისებებმა, ახალისებდა მის გამოყენებას და ყავას წამალს უწოდებდა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ იტალიური ყავის მომზადება და მოხმარება მარხვის დღეებშიც დაშვებული გახდა. ყავა აფთიაქებში იყიდებოდა და ისე ძვირი ღირდა, რომ ყველა იტალიელს არ შეეძლო საკუთარი თავისთვის ამ ფუფუნების უფლების მიცემა.

დღესდღეობით, იტალიური კუპაჟირებული ყავა საუკეთესოდ მიიჩნევა. ამის მიზეზია ის, რომ იტალიაში პირველად დაიწყეს მოხალული, დაფასოებული ყავისა და ყავის ნაზავების გაყიდვა, რომელიც მუდმივი შეუდარებელი გემოთი გამოირჩეოდა.

ყავის მომზადების ტრადიცია იტალიაში თაობიდან თაობას გადაეცემა, რაც ამყარებს იტალიური ყავის ისედაც მტკიცე პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე, სადაც დიდი კონკურენციის გამო მხოლოდ საუკეთესო ბრენდული ყავის მარკები დომინირებს.

უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც იტალიური ყავა რჩება მსოფლიო ბაზრის ლიდერად. არც ერთი იტალიელი ყავის მწარმოებელი არასოდეს იეშმაკებს და არ გაურევს ყავაში დაბალხარისხიან ინგრედიენტებს, ხელოვნურ არომატიზატორებს და სხვა დანამატებს.

იმისათვის, რომ იტალიური ხარისხის ყავას ჩრდილი არ მიადგეს იტალიელები შეისყიდიან მხოლოდ რჩეულ და განსაკუთრებულად მაღალი ხარისხისა ყავის მარცველებს და აწარმოებენ ნედლეულის ხარისხის მრავალსაფეხურიან კონტროლს. ასევე დაკალიბრებას ფერის, წონისა და ზომის მიხედვით - თანამედროვე ოპტიკური და ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებით.

მხოლოდ მრავალრიცხოვანი საწარმოო პროცესების შემდგომ ხდება მარცვლების მოხალვა, რომელიც ტარდება ასევე მკაცრი კონტროლით, ყველა ნორმისა და მოთხოვნების დაცვით.

იტალიური ყავა განსაკუთრებული სასმელია, რომლის მსუბუქი არომატი იზიდავს ადამიანებს და ავიწყებს მათ საქმეებსა და პრობლემებს. მაგარი, სქელი, გემრიელი, მდიდრული სასმელი, რომლის მირთმევა შეიძლება: რძესან, ნაღებთან, ნაყინთან, კონიაკთან ან ლიმონთან ერთად.

მიღებული წესების მიხედვით, მაგარ ნატურალურ ყავას იტალიაში მიართმევენ 25-დან 50 მლ-მდე მოცულობის ფინჯნით, რომელსაც წაკვეთილი ელიფსის ფორმა აქვს. მიიჩნევა, რომ სწორედ ასეთი ჭურჭელით შეუძლია დეგუსტატორს შეიგრძნოს სრულყოფილად ყავის გემო და არომატი.

იტალია და ყავა განუყოფელი ცნებებია. ყავა ქვეყნის ნაციონალური კულტურის შემადგენელი ნაწილი გახდა. იტალიელებისთვის მაგარი და გემრიელი ყავა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პიცა, ყველი, პასტა, ღვინო ან ზეითუნის ზეთი.

იტალიელები ყავის დიდი დამფასებლები არიან.  მას მიირთმევს ყველა იტალიელი - დიდიდან პატარამდე, დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ყოველი იტალიური დილა იწყება ფინჯანი ახლად მოხალული ნატურალური ყავით. ლანჩზე კი საკუთარ თავს ანებივრებენ ფაფუკი რძის ფენით შეზავებული ყავით.

იტალიაში ხსნად ყავას საერთოდ არ სვამენ და მისი მოხმარება არ არის მიღებული. ისინი უპირატესობას ანიჭებენ იტალიურ, ნატურალურ დაფქვილ ყავას, რომელიც მომზადებულია ყველა წესების დაცვით ჯეზვეში ან ყავის აპარატში.

იტალიური ყავის ცნობილი ბრენდებია: Illy, Pellini, Lavazza, Danesi, Carraro, Poli, Boasi, Bristot, Bazzara Dodicigrancru, Mauro Centopercento, Vergnano Gran Aroma, Espresso Bar Perleo, FORTE By Filicori Zecchini და სხვა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen