მარტინიკა არის კუნძული კარიბის ზღვაში, რომელიც მდებარეობს მცირე ანტილის კუნძულების არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში. იგი აღმოაჩინა კოლუმბმა და ამჟამად ადმინისტრაციულად წარმოადგენს საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტს.
პირველი ყავის ხეები ცენტრალურ ამერიკაში სწორედ მარტინიკაში შეიტანეს და ყავის კულტურა იქედან გავრცელდა ჰაიტიში, დომინიკის რესპუბლიკასა და ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებში.
გადმოცემის მიხედვით, მარტინიკაში პირველი ყავის ნერგები 1723 წელს შეიტანა საფრანგეთის ფლოტის ლეიტენანტმა გაბრიელ მატიე დე კლიემ (Gabriel Mathieu de Clieu).
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მე-XV ამის წინააღმდეგი იყო, ლეიტენანტს ყავის ნერგები გადასცა სამეფო კარის ექიმმა პიერ შირაკმა.
ყავის ტრანსპორტირების დროს დე კლიეს უამრავი პრობლემა დაატყდა თავს: შტორმი, მეკობრეების თავდასხმა და სხვა... მინის ყუთი, რომლითაც ოფიცერს ყავა გადაჰქონა გატყდა და სამი ნერგიდან მხოლოდ ერთი გადარჩა, რომელსაც დე კლიო სასმელი წყლის დეფიციტის დროს საკუთარ წყლის რაციონს უზიარებდა ცოცხლად დარჩენილ ნერგს.
ნერგი გადარჩა და დე კლიომ, რომელმაც მიაღწია დანიშნულების ადგილს სათავე დაუდო მარტინიკაში ყავის ნერგების გავრცელებას.
ყავის ნერგები შესანიშანვად შეეწყო მარტინიკას მდიდარი ნიადგსა და ტროპიკული კლიმატს. განსაკუთრებით ხარისხიანი ყავა მოჰყავდათ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.
დაახლოებით 500 წლის შემდეგ მარტინიკაში ყავის ნერგების რაოდენობამ 18 მილიონს მიაღწია. კუნძულიდან იგი გავრცელდა გავრცელდა ჰაიტზე, იამაიკაზე, სანტო-დომინგოში და ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ დე კლიეოს მიერ დარგული ნერგი მსოფლიოში გავრცელებული ყავის ხეების 90%-ის წინაპრად მიიჩნევა.
1970 წელს მარტინიკა ერთ ჰექტარზე მოყვანილი ყავის რაოდენობით ერთ-ერთ წამყვან ქვეყანად ითვლებოდა. დროთა განმავლობაში ეკონომიკური თვალსაზრისით ყავას ბანანი არჩიეს და მარტინიკაში ბევრი ყავის პლანტაციები ეტაპობრივად ბანანის პლანტაციებით ჩაანაცვლეს.
გადმოცემის თანახმად, ყავაში ალკოჰოლური სასმელი რომი პირველად სწორედ მარტინიკაში შეურიეს.
მარტინიკულ ყავას - აალებად (ცეცხლისმფრქვეველ) ყავასაც ეძახიან. აი მისი რეცეპტი:
ჩამოვასხათ ცხელი ყავა ფინჯანში. გემოვნებით დავშაქროთ. ფინჯნიდან ამოსულ ორთქლზე გავათბოთ სასურველი ზომის ლითონის კოვზზე დასხმული რომი, მოვუკიდოთ ცეცხლი და აალებული კოვზი ჩავუძახოთ ფინჯანში. „ცეცხლისმფრქვეველი“ ყავაც მზადაა.
დღესდღეობით მარტინკაში მსოფლიო ბაზარზე რეალიზაციის მიზნით ყავის წარმოება თითქმის არ ხდება, რადგან 2013 წლის მინაცემებით იგი შეადგენდა მხოლოდ 25 ტონას.
მარტინიკის ყავის ცნობილი ბრენდებია - Caribeans Coffee Martinique, Alpha Coffee, Rioba, და სხვა…


