ზიმბაბვე აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზესი ქვეყანაა, რომლის თითქმის მთელი ტერიტორია მდებარეობს მთიან პლატოზე მდინარეების ლიმპოპოსა და ზამბეზს შორის, ზღვის დონიდან 1200-1600 მეტრ სიმაღლეზე.
მდინარე ზამბეზიზე, ზამბიის საზღვართან მდებარობს დედამიწის ყველაზე დიდი ჩანჩქერი - ვიქტორია, რომლის სიმაღლეა 120 მეტრი, ხოლო სიგრძე 1700 მეტრია.
ქვეყნის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია მთის ჯაჭვი, რომელიც ზიმბაბვეს ყოფს ორ კლიმატურ ზონად: სამხრეთით მდებარეობს ტროპიკები, ხოლო ტერიტორიის ჩრდილოეთ ნახევარი მიკეუთვნება სუბეკვატორულ რეგიონს.
ზიმბაბვეში შესანიშნავი პირობებია ყავის მოყვანისა და წარმოებისთვის. მაღალმთიანი რელიეფი და გრილი კლიმატი იძლევა მაღალი ხარისხის ყავის წარმოების საშუალებას.
მართალია ზიმბაბვეში ყავის მოყვანა დაიწყეს მხოლოდ მე-20 საუკუნის შუა წლებიდან, მაგრამ ყავის მსოფლიო ბაზარმა გვერდი ვერ აუარა ზიმბაბვეში მოყვანილ ყავას და დღესდღეობით ქვეყანაში მოჰყავთ რამდენიმე ჯიშის ყავის მარცვლები, რომელიც აღიარებულია და პოპულარობით სარგებლობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ზიმბაბვეში თითქმის მთელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მდებარეობს ქვეყნის მაღალ რეგიონებში (800 - 1850 მეტრი ზღვის დონიდან). ამ ტერიტორიებზე ჭარბობს თანაბარი და ზომიერი კლიმატი და აღინიშნება საკმარისი რაოდენობის ნალექი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის.
ვულკანური წარმოშობის ნაყოფიერი ნიადაგი შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს და მიკროელემენტებს, რაც იდეალურ გარემოს ქმნის ყავის კულტურის გაშენებისთვის. ზიმბაბვეში ძირითადად მოჰყავთ არაბიკა, ხოლო ყავის პლანტაციები ზღვის დონიდან 1100-დან 1850 მეტრზეა გაშენებული რეგიონებში Manicaland და Mashonalan.
მართალია მაღალმთიან გარემოში ყავის ხეები უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ვაკეზე ან დაბლობზე, მაგრამ სამაგიეროდ მთებში მოყვანილ ყავის მარცვალს აქვს მეტი მჟავიანობის დონე და უფრო დახვეწილი გემო და არომატი.
ზიმბაბვე აგრარული ქვეყანაა, სადაც მრავალი წვრილი ფერმერული მეურნეობაა. ყავის წარმოება ფერმერებმა ქვეყანაში დაიწყეს 1960 წლიდან. ყავის ინდუსტრია სწრაფად ვერ განვითარდა, რადგან იგი დაბრკოლდა სამოქალაქო ომით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით და მიწების ხელახალი გადანაწილებით.
დღესდღეობით ზიმბაბვეს ყავის ინდუსტრია მოიცავს მხოლოდ ყავის 100 ფერმას და 2000-ზე ნაკლები მცირე მეურნეობას. წარმოება ძალიან არასტაბილურია, მაგალითად, თუ 1990 წელს ქვეყანამ მოიყვანა 15 000 ტონა ყავა, 2010 წელს ყავის მოსავალმა მხოლოდ 300 ტონა შეადგინა.
მართალია ზიმბაბვეს წილი ყავის მსოფლიო ბაზარზე ძალიან ცოტაა, მაგრამ მასზე მოთხოვნა დიდია, რადგან ამ ქვეყნის ყავა არის ძალიან მაღალი ხარისხის, მკაფიოდ გამოხატული და დასამახსოვრებელი გემოთი და არომატით.
ძირითადი ჯიშები, რომელიც მოჰყავთ ზიმბაბვეში, არის არაბიკა SL28 და ცოტაოდენი კატურა, რომელიც ძალიან წააგავს და ხარისხით აღემატება კიდეც კენიურ ყავას.
ზიმბაბვეში მოყვანილი ყავა არ შეიცავს არომატიზატორებს, მათ შორის ქიმიურ დანამატებს. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოყვანილ ყავას აქვს ბალანსირებული გემო, ღვინის არომატი და ხილის არომატული პალიტრა.
პროდუქტი არ არის ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო ბაზარზე პოლიტიკური მოტივების გამო. ამის მიუხედავად, ქვეყნის მთავრობა დაინტერესებულია გაზარდოს ყავის ექსპორტი ევრაზიის ქვეყნებში.
ყველზე პოპულარული ყავის ჯიში გლობალურ და შიდა ბაზარზე, არის სალიმბა (Zimbabwe Salimba), რომლის ხარისხის პარამეტრები მომხმარებლების და ექსპორტიორების დიდი ნაწილის აღაფრთოვანებას იწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ზიმბაბვეში მოყვანილი მრალხარისხიანი ყავის კატეგორიებია: AAA ( Pinnacle ), screen 19/20, AA, screen 18, AB, screen 15, PB ( Peaberry). გარდა ამისა აწარმოებენ ასევე მაღალი ხარისხის, მაგრამ უფრო დაბალი კატეგორიის ყავას - С. ТТ1, ТТ2 და Е. ამ კატეგორიის ყავა გამოიყენება დაფქვილი ან კაფსულის ყავისთვის, სადაც საჭირო არ არის ყავის მარცვლის მთლიანობა და მისი გარგნული იერსახე.
ზიმბაბვეში მოყვანილი ყველაზე ცნობილი ყავის ბრენდებია: Zimbabwe АА Salimba, Zimbabwe «AA» plus Pezuru და სხვა...


