კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 02:07

 

 

გვატემალაში ყავა დაახლოებით 1750 წელს იეზუიტმა ბერებმა შეიტანეს. ალბათ ისინი ვერც იფიქრებდნენ, რომ ქვეყანაში ყავის წარმოება ისეთ მასშტაბებს მიაღწევდა, რომ ყოველი მესამე ადგილობრივი მაცხოვრებელი ჩართული იქნებოდა ყავის ინდუსტრიაში.

ბუნებრივი პირობები გვატემალაში ყავის მოსაყვანად ერთი შეხედვით არ არის ყველაზე ხელსაყრელი: ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება, შტორმული ქარები და ხშირი წვიმა, თუცა გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება მოიძებნოს და  ადგილობრივმა მეწარმეებმა შეძლეს ყავის დაცვა მცხუნვარე მზის სხივებისგან.

მათ ჩრდილის წყაროდ გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე სახელად „ინგა“ და სწრაფადმზარდი ბუჩქოვანი მცენარე „გრევილეა“ (აბრეშუმის მუხა). შედეგად, გვატემალას ყავის 98%  გაშენებულია ხეებზე ჩრდილქვეშ მდებარე პლანტაციებში. დანარჩენი ფაქტორების რეგულირება კი ფერმერებმა ყავის ხეების სიმაღლის ცვლილებით მოახერხეს.

გვატემალაში მოჰყავთ სამი ძირითადი ჯიშის ყავა:

SHB (ითარგმნება როგორც "ზედმეტად მძიმე") - ხარობს ზღვის დონიდან 1350-1800 მ სიმაღლეზე;

HB (ნახევრად მყარი და მყარი) - ხარობს ზღვის დონიდან 1050-დან 1350 მ-მდე სიმაღლეზე

ბიუჯეტური და ექსტრაბიუჯეტური - ხარობს ქვეყნის ყველაზე დაბალ რეგიონებში ზღვის დონიდან 750 – დან 1050 მ სიმაღლეზე.

დღესდღეობით, გვატემალაში ყავის პლანტაციებს უჭირავს დაახლოებით 270 ათასი ჰექტარი. რომელიც ქვეყანაში შემავალი 22 დეპარტამენტიდან 20-შია გაშენებული. ყავის პლანტაციები იმდენად მჭიდროდ არის გაშენებული, რომ  ნარგავებს ადგილობრივი ტყის მასივის დაახლოებით 6,5% უკავია, ხოლო ნარგავების რაოდენობა შეადგენს დაახლებით 800 მილიონს.

გვატემალური ყავა უნიკალური პროდუქტია, რადგან ქვეყანაში ყავის პლანტაციები გაშენებულია ძალიან მაღალ სიმაღლეზე, თუმცა, ამ ქვეყნის ყავის ხარისხსა და პოპულარობას განსააზღვრავს არა მხოლოდ მაღალმთაინ რეგიონებში გაშენებული პლანტაციები, არამედ სხვადასხვა ეგზოტიკურ მცენარეებთან მათი სიახლოვე.

გვატემალაში ყავა გაშენებულია ვულკანურ ფერდობებზე, რაც იდეალურ პირობებია განუმეორებელი გემოსა და არომატის ყავის მარცვლების მოსაყვანად.

ქვეყანაში უპირატესობა ძირითადად არაბიკას ტრადიციულ ჯიშებს ენიჭება, რომელსაც ბურბონსაც უწოდებენ (ბურბონი - ტიპიკას ქვესახეობაა).

ზოგიერთი პლანტაცია წყნარი ოკეანის სანაპიროს უშუალო სიახლოვეს მდებარეობს და განიცდის ოკეანის გავლენას. გვატემალური ყავა, რომელსაც  ოკეანის ნიავი უბერავს, იძენს მსუბუქ გემოს იძენს შესამჩნევი მჟავიანობით. რა თქმა უნდა, ის არ იძლევა ისეთივე ძლიერი, როგორც ანტიგუა, მაგრამ მისი გემო სრულყოფილია და მიუხედავად იმისა, რომ ფასი გარკვეულწილად დაბალია, მაგრამ მისი ხარისხი საკმაოდ მისაღებია.

გვატემალასთვის ყავა სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია. გარდა იმისა, რომ იგი სოლიდურად ავსებს ქვეყნის ბიუჯეტს და როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყავის ინდუსტრიაში ჩართულია ქვეყნის ყოველი მესამე მცხოვრები.

გვატემელაში ყავის ხარისხი მკაცრად კონტროლდება. ადგილობრივ მწარმოებლებს აკონტროლებს სპეციალური ორგანიზაცია - გვატემალის ყავის ასოციაცია (ANACAFE). შედეგად გვატემალას აქვს ელიტური ყავის ჯიშები, რომლის ფასიც საკმაოდ მაღალია.

გვატემალური ყავა ხელმისაწვდომია ყველა სპეციალიზირებულ მაღაზიაში და მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. 

ქვეყანაში მოჰყავთ ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ყავა მსოფლიოში, რომელიც ცნობილია სახელწოდებით - ანტიგუა (Antigua).

ანტიგუას მთავარი უპირატესობაა მრავალფეროვანი გემო. თავდაპირველად, ის სტანდარტული ესპრესოს შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ახასიათებს უფრო მდიდრული არომატი და ნაკლები მჟავიანობ. 

გვატემალის ანტიგუა ყავის ყოველი ყლუპით, უფრო და უფრო დახვეწილ ნიუანსები შეიგრძნობა - სიტკბო, მსუბუქი ყვავილოვანი ტონები, კაკაოსა და კვამლის ნოტები. ისეთი დესერტი, როგორიცაა კარამელი ან ვაშლი, ყველაზე მეტად შეეფერება ასეთ სასმელს.

ქვეყანაში ასევე მოჰყავთ იშვიათი ჯიშის მსხვილი კალიბრის ყავა მარაგოჯაიპი, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი ყავის გურმანებს შორის.  გვატემალას მარაგოჯაიპი გაშენებულია დაბალი სიმაღლის პლანტაციებში, რადგან მაღალმთაინი რეგიონის ცივი კლიმატი შეუფერებელია მისი დიდი ფოროვანი მარცვლებისთვის. 

გვატემალური ყავის ცნობილი ბრენდებია: Guatemala Antigua, Huehuetenango Coffee, Volcanica Guatemala Peaberry, Atitlan, Jardin, Two Volcanoes, Pablo’s Pride, და სხვა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen