ფინელებმა ყავის მოხმარება პირველად დაიწყეს 1700 წელს ვიბორგში. ცოტა ხნის შემდეგ ყავა აკრძალული იქნა ლუთერანული ეკლესიის მიერ როგორც მავნე ნივთიერება.
თუმცა, ფინელებს უკვე დაგემოვნებული ჰქონდათ ყავა და არავითარ აკრძალვებს არ შეეძლოთ დაეძლიათ მათი სიყვარული გამამხნევებელი არომატული სასმელის მიმართ.
მაღალ საზოგადოებაში ყავა მოდაში შემოვიდა. 1750 წელს ჰელსინკში ყავას მიირთმევდა სულ 130 ადამიანი, ხოლო ჩაის - მხოლოდ 116.
1900 წლიდან ფინურ ყავას უკვე ყველა ოჯახში სვამდნენ. პრაქტიკულად დიასახლისს ჰქონდა ხელის წისქვილი, რომლითაც დაფქვული ყავის არომატი მთელს საცხოვრებელ უბნებში ვრცელდებოდა.
ფინეთში ყავის განვითარებას ისტორიული საფუძველიც აქვს, როცა ქვეყანაში დასავლეთ და აღმოსავლეთ ბლოკები ცივი ომის პერიოდში ჯაშუშები იძულებულები იყვნენ ერთმანეთს მრავალრიცხოვან ყავახანებში შეხვედროდნენ.
1939 წელს, ქვეყნისთვის მძიმე წლებში ფინეთში ყავა იყიდებოდა მხოლოდ ბარათებით - 250 გრამი ერთ ადამიანზე, ხოლო თავად ყავა სუფთა სახით ნაზავში მხოლოდ 25%-ს შეადგენდა.
ფინეთში ყავა არ მოჰყავთ, თუმცა ისინი შეისყიდიან უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვლებს ცნობილი მწარმოებელი გიგანტებისგან და საკუთარი ტექნოლოგიით ახდენენ მის გადამუშავებას.
ფინელები თავგამოდებული კოფემანები არიან და ძალიან სწყინთ, თუ სტუმარი მირთმეულ ყავაზე უარს იტყვის, ისინი ამას უბრალოდ ვერ გაიგებენ. ამიტომ, თუ ფინურ ოჯახში იმყოფებით სტუმრად, უნდა მიირთვათ მინიმუმ ორი ფინჯანი ყავა და რამდენჯერმე შეაქოთ დიასახლისი.
ფინური ყავის მაგიდა მოიცავს სრულ სერვისს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა: მაგიდას, ხელსახოცებს, ფინჯნებს, კოვზებს, ხალ ფუნთუშებს და სხვა ატრიბუტებს, რომელიც თან ახლავს ყავას, მასპინძლის განსაკუთრებულ მონდომებასთან ერთად.
ფინეთში ყავა ძალიან პოპულარულია, სადაც არ უნდა წახვიდეთ, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იპოვით პატარა მყუდრო ყავახანებს. მხოლოდ ჰელსინკში, ასეთი კაფეების რიცხვი 40-ზ მეტია, რომელიც ნებიმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტის მომხმარებელს დააკმაყოფილებს.
კაფეების რანჟირება ხდება პრესტიჟული, მდიდრული კაფეებიდან - Café Ekberg ან Café Strindberg - პოპულარულ სტუდენტური შეხვედრის კაფეებამდე, მაგალითად - ცნობილი კაფე - Café Engel - რომელიც სენატის მოედანზე მდებარეობს.
ფინეთში ხსნად ყავას იშვიათად მოიხმარენ. ყველაზე ხშირად სასმელს ამზადებენ წვეთოვან ყავის მადუღარაში (წყალი გადის დაფქვილ ყავის მარცვლებში, რომლებიც ქაღალდის ფილტრშია მოთავსებული).
უკვე ათწლეულზე მეტია ფინელები მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან მოხმარებული ყავის ოდენობით. ყავის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით ყოველი ფინელი წელიწადში მოიხმარს დაახლოებით 12 კგ. ყავას. ეს უკვე არა მხოლოდ ძველი ტრადიციაა, არამედ ჩვევა და დამოკიდებულება.
მეორეს მხრივ, ფინელები მიირთმევენ მსუბუქად მოხალულ ყავას, რომელიც გემოთი წააგავს ამერიკანოს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქ სასმელად არის მიჩნეული. რა თქმა უნდა ფინეთში შეხვდებით საშუალოდ და ძლიერად მოხალულ ყავას, მაგრამ მსუბუქად მოხალული - ყველაზე პოპულარულია მოსახლეობაში.
ფინელებს ყავა ისე უყვართ, რომ თავი ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. ისინი მას მიირთმევენ ყველგან და ყოველთვის - დილის, შუადღით და საღამოს.
საინტერესოა საიდან მოდის ჩრდილოეთის ხალხების ასეთი სიყვარული სამხრეთული სასმელის მიმართ? იქნებ იგი განსაკუთრებულ იმპულსს ანიჭებს ნორდიული რასისთვის დამახასიათებელ ხასიათს? ან შესაძლოა უბრალოდ ათბობს მკაცრი ზამთრის პირობებში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტ ყავას სწორედ ფინელები მიირთმევენ.
ფინელებს არ აქვთ ყავის მომზადების ისეთი ეგზოტიკური და მრავალფეროვანი მეთოდები, როგორც მაგალითად იტალიაში. აქ არ დაგიმატებენ სასმელში ათქვეფილ ნაღებს, არ დგიმშვენებენ მას ლიმონის ან ფორთოხლის ცედრით, თითქმის არასოდეს ააალებენ კოვზზე დასხმულ ბრენდს და არ ჩაასხამენ აკვამლებულ ყავაში.
ფინურ საზოგადოებაში უფრო მეტად ფასობს ყავის ყოველდღიური ხელმისაწვდომობა. ფინეთში ყავა იყიდება ყველგან, თქვენ წარმოიდგინეთ მეტროს ვაგონშიც კი. გარდა ამისა, ნებისმიერ სტანდარტულ სამუშაო კონტრაქტში ოფიციალურად არის შეტანილი დღის განმავლობაში ორი შესვენება ყავს თანხლებით, რომელიც ხელშეუხებელია.
ფინურ ყავის ყველაზე ცნობილი მწარმოებელია Paulig Group, რომლის ისტორია იწყება 1876 წელს, როცა გუსტავ პაულინგი გერმანიიდან ჩავიდა ფინეთში და დააფუძნა კომპანია - Paulig. 1950 წელს, კომპანიის სახე გახდა გოგონა სახელად - პაულა, რომელიც მონაწილეობდა კომპანიის მიერ გამართულ ყველა ღონისძიებაში.
გარდა ამისა, ფინეთში დაიწყეს ყავის ცერემონიების გამართვა, რომელიც ადრე მხოლოდ ჩაის ეძღვნებოდა. დღესდღეობით, პატივისცემის ნიშნად ითვლება ფინელი დიასახლებისთვის ყავის სერვისისა და მაღალხარისხიანი ფინური ყავის - “Kahvi” ჩუქება.
ფინური ყავის ცნობილი ბრენდებია: Juhla Mokka, Paulig, Kulta Katriina, Meira და სხვა...


