კოსტა-რიკა ცენტრალური ამერიკის პირველი ქვეყანაა, სადაც 1729 წელს პირველად შეიტანეს ნარგავები და გააშენეს ყავის პლანტაციები.
კოსტა-რიკის გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატი ერთ-ერთი საუკეთესოა მაღალხარისხიანი ყავის მოსაყვანად. ტერიტორიულად პატარა ქვეყანაში ერთ ჰექტარზე იღებენ 1700 კგ-მდე ყავის ნედლეულს.
კოსტა-რიკის ყავა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, რასაც განაპირობებს ის მაღალი ინტერესი და პასუხისმგებლობა, რითაც ქვეყანა უდგება ყავის წარმოებას.
კოსტა-რიკის ასეთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აიხსნება უნიკალური კლიმატით და ქვეყანისთვის დამახასიათებელი ნოტიო ნიადაგებით. ისინი განსხვავებულია არა მხოლოდ სპეციფიკური შემადგენლობით, არამედ მჟავიანობის დონით.
კოსტა-რიკული ყავის განმასხვავებელი შტრიხი კოფეინის მაღალი შემცველეობაა. ამის გამო ხდება მისი კუპაჟად (შესარევად) გამოყენება ნაკლები კოფეინის შემცველობის მარცვლებთან ერთად.
განსაკუთრებით ფასობს გურმანების და Specialty coffee-ს დამფასებლების საყვარელი ყავა (La Minita Tarrazu) - ქვეყნის სამხრეთით მდებარე ტარაზუს რეგიონიდან. ამ მიწების მფლობელი სამი თაობის განმავლობაში იყო მაკალპინების (McAlpin) ოჯახი.
ეს ყავა შეზღუდული რაოდენობით მოიპოვება და კლასიფიკაციით მიეკუთვნება კლასს - Strictly Hard Bean (ძალიან მაგარი მარცვალი) მისი წარმოების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ის, რომ მოკრეფა და დახარისხება ხდება მხოლოდ ხელით, ხოლო ყავის ნარგავები იზრდება ქიმიური სასუქების გამოყენების გარეშე.
(La Minita Tarrazu)-ს მიღებული აქვს პრიზი, როგორც ყველაზე ძვირფას ყავას, რომელიც კი ოდესმე ყოფილა Starbucks-ის ყავახანების ქსელში.
ნავთობთან და ბანანებთან ერთად ყავა კოსტა-რიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოტენციალია, რაც მთლიანი ნაციონალური პროდუქტის 20%-ს შეადგენს.
ყავის როლი კოსტა-რიკის ცხოვრებაში იმდენად დიდია, რომ ქვეყანაში ყავას ძეგლიც კი დაუდგეს, რომელიც უზარმაზარ ყავის მარცვლას წარმოადგენს, ხოლო მთავრობამ ყოველწლიური „ყავის დღე“ დააწესა.
ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება ყავის კვირეული, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მრავალრიცხოვანი ადგილობრივი მეწარმეები, რომლებიც იბრძვიან ყველაზე საუკეთესო კოსტა-რიკული ყავის ტიტულის მოსაპოვებლად, რათა შესაძლებლობა მიეცეთ საერთაშორისო აუქციონზე გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.
გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობენ ყავის გურმანები, გამოჩენილი ექსპერტები და სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან.
კოსტა რიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული მიმართულება ყავის ტურებია, რომლებიც აერთიანებს ყავას და ტურიზმს. ტურისტები მოგზაურობენ პოპულარულ, შეიძლება ითქვას, ისტორიულ ადგილებში. მოგზაურობის დროს ისინი ათვალიერებენ ყავის ყველაზე სურნელოვან პლანტაციებს და აგემოვნებენ საუკეთესო ყავას.
ბევრი ესპერტი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი არაბიკა თითქმის ერთადერთია, რომლის მოყვანის დროს მკაცრად არის დაცული ყველა ნორმა და მოთხოვნა ამ ჯიშის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კანონით არის აკრძალული რობუსტას და სხვა ჯიშის ყავის მოყვანა და აწარმოებენ მხოლოდ მაღალხარისხიან არაბიკას.
კოსტა-რიკაში წამოებულ ყავას შეფუთვაზე აქვს წარწერა SHB (strictly hard bean), რაც ნიშნავს, რომ ყავის მარცვლები მოყვანილია ზღვის დონიდან მინიმუმ 1500 მეტრის სიმაღლეზე.
კოსტა-რიკის მთის სპეციფიკური კლიმატი, როცა ღამით ტემპერატურა დაბალია, ნაყოფის დამწიფების პერიოდი ხანგრძლივდება და ყავის მარცვლები ასწრებს დააგროვოს უფრო მეტი სასარგებლო თვისებები.
კოსტა-რიკაში არსებობს ყავის ინსტიტუტი და ელიტური ყავის Specialty coffee საკუთარი ასოციაცია.
კოსტა-რიკული ყავის საუკეთესო ბრენდებია: La Minita, Tarrazu, La Amistad, Britt’s Tres Rios, Volcanica Costa, Sweet Marias და სხვა...


