კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 02:07

 

 

იამაიკაში ყავა პირველად  1728 წელს კარიბის კუნძულ მარტინიკიდან შეიტანა იამაიკის გუბერნატორმა სერ ნიკოლას ლოუზმა (Nicholas Lawes). თავად მარტინიკაზე, რომელიც ფრანგულ კოლონიას წარმოადგენდა, ყავა რამდენიმე წლით ადრე, 1723 წელს შეიტანეს ლუდოვიკო მე-XV-ის ბრძანებით. 

გადმოცემის მიხედვით, სულ მარტინიკას კუნძულზე გააგზავნეს სამი ყავის ხე, რომლთაგანაც ორი გზაში გახმა, მესამემ კი მშვიდობით ჩააღწია. სწორედ იმ მესამე ხის ნერგი ჩაიტანა იმაიკაზე ნიკოლას ლოუზმა.

იამაიკის კლიმატი სრულიად შეესაბამებოდა კაპრიზული ყავის ხეების „მოთხოვნებს“, ამიტომ ყავის პლანტაციებმა სრაფად დაიწყო გავრცელება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა „ტემპლ-ჰოლისა“ და „სენტ ენდრიუ“, აგრეთვე  მანჩესტერისა და ბლუ მაუნტინის (Blue Mountain) მთიანი ტერიტორიები.

1814 წლისთვის ყავის წარმოება იამაიკაში ფეხზე დადგა, ხოლო მე-XIX საუკუნის დასაწყისში იამაიკაზე გაშენებული იყო დაახლოებით 600 შთამბეჭდავი ყავის პლანტაცია. 

ყავის წარმოებამ პიკს 1932 წელს მიაღწია, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაუქმდა მონობა, შეიქნა სამუშაო ძალის დეფიციტი, წარმოების მასშტაბები დაეცა, იამაიკამ დაკარგა ყავის გასაღების ბაზრები და ქვეყნის ყავის ინდუსტრია გაქრობის საფრთხის წინაშე დადგა.

პლანტაციების მეპატრონეები განიცდიდნენ სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტს, რამაც იამაიკაში ყავის მეურნეობების რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. 1850 წლისთვის კუნძულზე მხოლოდ 186 ყავის პლანტაცია დარჩა. მდგომარეობა არ გამოსწორებულა თითქმის ასი წლის განმავლობაში და 1943 წელს ქვეყნის ყავის ინდუსტრია გადაშენების პირას დადგა. 

განადგურდა  ყავის საწარმოები. დარჩენილ პლანტაციებში არასწორმა მენეჯმენტმა და არაორგანიზებულობამ ისე ნეგატიურად იმოქმედა მზა პროდუქციის ხარისხზე, რომ იამაიკური ყავის შეძენა აღარავის სურდა. მთელმა როგმა ქვეყნებმა უარი თქვეს იამაიკური ყავის იმპორტზე, ამიტომ იამაიკამ დაკარგა მნიშვნელოვანი გასაღების ბაზარი.

1953 წელს, ყავის წარმოების აღორძინების მიზნით მთავრობამ შექმნა სპეციალური ორგანო - ყავის ინდუსტრიის განვითარების საბჭო, რომელსაც ევალებოდა ყავის კულტივირებაზე და წარმოებაზე ზედამხედველობა.

გარდა ამისა, სპეციალისტებმა შეიმუშავეს ყავის ხარისხის სტანდარტის სპეციალური სისტემა, რომლის მიხედვითაც დაბალი ხარისხის პროდუქტი არ უნდა მოხვედრილიყო მომხმარებელთან.

მართალია ნელი ტემპებით, მაგრამ იამაიკური ყავის წარმოება გაუმჯობესდა და განვითარდა ცენტრალიზებული მარკეტინგული სისტემაც, რის შემდეგაც იამაიკამ დაიბრუნა ყავის რეალიზაციის დაკარგული ბაზრის ნაწილი.

დღესდღეობით, იამაიკური ყავა საკმაოდ გავრცელებული სასოფლო სამეურნეო კულტურაა, მაგრამ მისი ექსპორტი წილი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოა.

დრო, როდესაც იამაიკაში შეხვდებოდით დაბალხარისახიან ყავის პროდუქციას, წავიდა. ამჟამად ყავის ხარისხი მკრაცრად კონტროლდება ფედერალურ დონეზე და გადის სერტიფიცირებას იამაიკის ყავის წარმოების დეპარტამენტში.

იამაიკური ყავა მსოფლიო ბაზარზე ცნობილია უმაღლესი ხარისხით. იქ მოჰყავთ ისეთი უნიკალური ყავის ჯიშები, რომელიც აღიარებულია კოფემანების მიერ, ხოლო სპეციალისტების ნაწილი იამაიკაში მოყვანილ ყავას მსოფლიოში საუკეთესოდაც კი მიიჩნევენ.

დღესდღობით, იამაიკა აწარმოებს ყავის ჭეშმარიტად უნიკალურ ჯიშებს, რომლებიც თვისებებით ძალიან წააგავს კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ყავას და შეუძლიათ დაიპყრო ყველაზე კაპრიზული ყავის გურმანების გული.

მაგალითად, სწორედ იამაიკურია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირაღირებული ყავა „ლურჯი მთა“ - Blue Mountain.

იამაიკური ყავის ცნობილი ბრენდებია: Jamaica Blue Mountain, JBM, Clifton Mount Estate და სხვა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen