წვიმა მოვიდა, დილის რიჟრაჟზე,
რომ არ მოსულა ასეთი წინათ,
ცა ჩამოვიდა დედამიწაზე,
თავსხმად დიოდა გულების წვიმა...
თავსხმად, ან ისხრად, ან თუნდაც ზღველად,
მინებს დაასვა წვიმის ხალები,
ცა გულებს ჰყრიდა, ბარად და ველად,
და სველი ჰქონდა წვიმას თვალები...
ჩამოიცალა ღმუილით მტვერში,
სათნო-საამო, სასმელ ქეძაფად,
შენს გულს ვეძებდი, მე ყველა წვეთში,
ჯადოსნური ხმით მე რომ მეძახდა...
შენგან, სიყვარულს ველოდი მიზერს,
იქ კი მზე დამხვდა, ჩემად სამეხოდ,
მას წამოესხა წვეთები სხივზე
და ისევ უკან, ცისკენ წაეღო...


