|
ეს წვიმა ასე ჩემს გამო შფოთავს, ეს ქარიც ხეებს ჩემს გამო არხევს, რომ შემაჩვიონ საძულველ ოთახს, შენს გაოცებულ დუმილს და სახეს.
მიყუდებული კედელს კეტივით, ბედნიერების ვერ ვმალავ ღიმილს, ამ ყრუ სივრცეში გამოკეტილი.
ვარ უზრუნველი და უძინარი, აღებული მაქვს წარსულზე ხელი, თავზარს მცემს მხოლოდ, რაც ჯერ წინ არის.
გულში ათასი დანის მლესავი, და ჩემს აკრძალულ ნაბიჯებს ქუჩა ყოფს და ამრავლებს მოწაფესავით. |
| პოეზიის გვერდი • • • |


