სასურველი მასალა პროვინციული გაზეთების ბოლო გვერდისათვის
|
- ორმოცი წლის წინ, საჰარაში, ზღვის თევზების წვიმა მოსულა, ცვივოდა თურმე ციდან ლიფსიტა: ჭანარის, კობრის, ქაშაყის, კეფლის...
წვიმა მოსულა. ცვიოდა თურმე ციდან ფულები: შილინგი, პესო, ავღანი, ლევი, ტუგრიკი, ზლოტი, მანეთი, მარკა..
შეფარებულნი, იცინოდნენ და ბოჭავდნენ ფულებს...
ცრემლის წვიმა მოსულა. ცვივოდა თურმე ციდან ცრემლები: მოხუცის, ბავშვის, კაცის, ქალების... და წვიმდა თურმე კოკისპირულად. წვიმდა, წვიმდა... |
| პოეზიის გვერდი • • • |


