კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 12:00

 

წვიმდა და წვიმდა, გაურბოდნენ თავსხმას წვეთები,

მინაზე წვიმა ანაბეჭდად ხაზებს ტოვებდა.

იდგა ოთახში ვნება ერთი სულისკვეთებით,

რომ გაეხადა ჩემთვის ტანზე სიმარტოვე და...


სადღაც, მზის წნულთან გაეპარა მაჯა ჟრუანტელს,

ერთსხეულობდნენ ჭერზე ღამის მკრთალი ჩრდილები...

სიჩუმეს ფეხზე ბალერინას ეცვა პუანტი

და ნაბიჯს დგამდა მოფარფატე გამოცდილებით...


წვიმდა და წვიმდა, გამორბოდა წვეთი თავსხმიდან,

თავში აზრები რა თვალთმაქცად იმალებოდნენ,

წვიმანასვამი თეთრი ღამე ჩემს წინ თავს ხრიდა,

ვიღაც უკრავდა ჩემს საყვარელ "მამა ლეონე"-ს...


შემკრთალი ბრების ელამ შუქზე თვლემდნენ საგნები,

განცდა საწოლთან ნამარხულევ დღეებს ითვლიდა...

ჭერზე ჩრდილები ირხეოდნენ უფრო სხვა გზნებით

და ღამეს მკლავზე ეწვა ჩემი ჩამოშლილი თმა...


წვიმდა და წვიმდა, გაურბოდნენ თავსხმას წვეთები,

მინაზე წვიმა ანაბეჭდად ხაზებს ტოვებდა,

იდგა ოთახში ვნება ერთი სულისკვეთებით,

რომ ერთი ღამით გავეყარე სიმარტოვესთან...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen