კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 11:52

 

იწვიმებს, ვიცი, დღესაც იწვიმებს,

ცაზე მგლისფერი დიან ღრუბლები,

ვბერდები, თუმცა ისევ მწყურია

ტკბილი ბადაგი შენი ტუჩების.


დაგეძებ, როგორც პატრონს მურია,

ვეღარსად ვპოვე შენი გზა-კვალი,

შენთვის ნაგები ბროლის კოშკები

დღეს უპატრონოდ არის დამრჩალი.


ვიცი, დაგკარგე, რადგან ძვირფასო,

დრომ დაბრუნება უკან არ იცის,

გაფრინდი, როგორც ლურჯი მიმინო,

ტანზე პატარძლის კაბა ჩაიცვი.


ვფიქრობდი, მოვკლა შენი საქმარე,

თავს დამეტეხა გლოვის ზარები,

გაგიტაცებდი, რას დამაკლებდნენ

არაყით მთვრალი შენი მაყრები?


ვერ გაგიმეტე, სად შემიძლია,

მაგ თვალთა ცრემლებს როგორ ვნახავდი?!

შენ გამო ჩემი წამების ჯვარი

უნდა ვატარო კუბოს კარამდის.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen