კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 11:41

 

როგორც გულუბრყვილო ბავშვი,

გულით ალალი და წმინდა,

იყავ მონდობილი მაშინ...

წვიმდა...

წვიმდა...

წვიმდა...


თითქოს ისე, როგორც მაშინ,

ახლაც შევცქეროდეთ წვიმას...

ნამი შენს კუნაპეტ თმაში

ციცინათელებად ბრწყინავს.


მინდა, ისევ ისე წვიმდეს,

ვიყო მადლიერი წვიმის...

თუ არ გამიღიმებ - მწყინდეს

და ვერ ვთხოულობდე ღიმილს!


მინდა ნაწვიმარზე ახლაც,

შენ კვლავ მომყვებოდე მორცხვად...

გულში ცოდვად მედოს ნატვრა:

სველი წამწამების კოცნა.


ჩემთან თითქმის მართლაც ბავშვი,

გულით ალალი და წმინდა,

იყავ მონდობილი მაშინ...

წვიმდა...

წვიმდა...

წვიმდა...


მინდა, ისევ ისე წვიმდეს,

ვიყო მადლიერი წვიმის...

შენ არ მიღიმოდე - მწყინდეს

მე ვერ ვთხოულობდე ღიმილს!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen