|
გადაუარა სვეტიცხოველს ზაფხულის წვიმამ - - შაბიამნისფრად ბჟუტავს ქვიტკირი!.. გვირილებივით ბიბინებენ თეთრი სანთლები... ამ კათედრალთან არა ერთხელ მდენია ცრემლი უშენოდ შთენილს... მე ვტოვებ ტაძარს და მივდივარ იმ გრძნეულ ბაღში, სადაც ოდესღაც ვყოფილვართ ერთად - წავიდა ის დრო, აღარ არის ბაღის პატრონიც! ნაწვიმარია პატარა ბაღი - - კოინდარი, ბალბა, ზაფრანი... ნესტით გაჟღენთილ სიჩუმეში დგანან ხეები, დახუნძლული ლოკოკინებით და ნიჟარები ქვის, მოვარდისფრო ნაყოფებივით ასხია ტოტებს.. პატარა ბაღი სავსეა სევდით და გავს ანთებულ აქვარიუმს... ისევ დაეცა მსხვილი წვეთი აკაციის იისფერ მტევანს: - იწყება წვიმა! და ამოძრავდნენ ზამბახები ფართო ფარფლებით, როგორც მთვლემარე ლურჯი თევზები... - წვიმს!.. |
|
პოეზიის გვერდი • • • |


