კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 12:19

 

ეხ, ისევ მარტი და ისევ წვიმა,

წვიმის წვეთებში ფიფქები თოვლის,

იელვებს - ქრება ქარსა და ნისლში

მაგ თვალთა მზერა - ცის ლურჯი ბროლი.


ჩემი ცხოვრება - წამების ჯვარი,

ძვირფასო, ისე დასრულდეს ლამის,

არ მღირსებია ღიმილი შენი -

მარადისობა ნანატრი წამის.


მე სივრცეები მიხმობენ შორი,

ოღონდ გამომყევ, ოღონდაც მენდე,

ცხრა მთის, ცხრა ზეცის, ცხრა ზღვის გადაღმა,

სალოცავ ტაძარს ვაშენებ დღემდე.


წავიდეთ, აქ კი იტიროს მარტმა,

გადავიქროლოთ ლაჟვარდი ვრცელი,

ხომ შეიძლება ბედნიერება

ვპოვოთ იქ, სადაც არასდროს ველით.


ეხ, ისევ მარტი და ისევ წვიმა,

წვიმის წვეთებში ფიფქები თოვლის,

იელვებს - ქრება ქარსა და ნისლში

მაგ თვალთა მზერა - ცის ლურჯი ბროლი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen