კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 12:19

 

გაზაფხულის წვიმის მოსვლა

ნეტავ ვის არ აამღერებს,

მზის სხივებთან ერთად მოსავს

ამწვანებულ მთებს და სერებს.


- წკაპ-წკაპ! - ფოთოლს,

- წკუპ-წკუპ! - ყვავილს,

- კაკ-კუკ! კაკ-კუკ! - ფანჯრის მინას

უალერსებს უამრავი

წვიმის წვეთი პაწაწინა.


ამ დროს ჩემი ჭრელი ქოლგაც

სიხარულით ფრთებს შლის თითქოს,

დატყვევებულ ფრინველს მოჰგავს

და ქუჩაში გასვლას ითხოვს.


აბა, როგორ გავაწბილებ,

იმწამშივე ვუღებ კარებს.

- დიმ-დიმ! დამ-დამ! - ეს ხმა ტკბილი

ეფინება არემარეს.


შევერცხლილი სივრცე ბრწყინავს

და ხასხასებს ყველაფერი.

მღერის ქოლგა, მღერის წვიმა

და მეც მათთან ერთად ვმღერი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ჭიჭინაძე  • • •   გივი ჭიჭინაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen