|
მარტის ხუთია, ნაწვიმარი დილა წკრიალებს, მინდა, რომ ისე შეგისუნთქო, როგორც ჰაერი, მერე კი ისევ დავეკიდო ლექსის ლიანებს, ვიკონწიალო და მოვფრინდე, როცა არ მელი.
უფაფუკეს ღრუბლებს რძიანებს მივწვდე ხელებით, ჩამოვწველო მადლი - არილი, ჩუმად... უსმინე!.. - გაზაფხული უკვე ფრთხიალებს, შენთვის ღრუბელმა მომიწყვიტა წვიმის ყვავილი. |


