|
ახლა წვიმაა და მისველებს სულსა და სხეულს, გნატრობ ისევე, მომაკვდავი რომ ნატრობს გრძნეულს და ღრუბელივით, ტყვიისფერად აშლილ მზერაში ჩანს ანარეკლი, - ბროლის ჭიქა, სავსე ზედაშით
- ვიყო შენს გვერდით, დაუღალავ ალერსით გგვემდე და ამ ნესტიან, აუტანლად მრუმე ღამეში, კოცნით გიშრობდე სხეულს, - სველს და ნდომით გალეშილს!..
მიყვარხარ, გნატრობ, შორეული ფიქრით გეხები და მოწყურებულ, ჟინიანად აშლილ მზერაში, არეკლილია ბროლის ჭიქა, სავსე ზედაშით... |
| პოეზიის გვერდი • • • |


