|
აკაციებზე თამაშობს წვიმა და მაგნოლიებს ფოთლები ცვივა. ზღვას გადავყურებ და როგორც წინათ, დგას პალმა კენტად, კანკალებს, სცივა.
აკაციებზე ტიროდა ქარი. შენი თვალები ცისფერი, წმინდა იყო საოცრად კარგი და წყნარი.
არ ვიცი რისთვის მერიდებოდა... და ზღვაში ჩასულ მზის წითელ ნათელს ბინდი ჟანგივით ეკიდებოდა. |


