კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 12:10

 

ბედს ისევ უღმერთოდ ვერკინები

და ისევ ვმარცხდები ხალიჩამდის...

წვიმების მიმყვება რექვიემი

და სულის მღვიმეში წყალი ჩამდის.


აწი მე ამ წვიმებს სად წავუვალ,

(როცა ამ ჟინით და ასაკით ხარ!)

როცა ვერც რაიმე სასწაული

დავწერე - ვარგოდეს წასაკითხად.


იქნება ბოლოჯერ დამესიზმრო,

და მკლავზე შემახო მკლავი შენი...

თორემ ამ წვიმიან კლავესინზე

ჩამოწყდნენ მტრედების კლავიშები...


წვიმს... და ეს წვიმები არ მჭირდება,

არც ის გზა - გულში რომ გეფერები...

აღარც ეს ფიტული ნარჩიტების,

აღარც ეს ქაღალდის გერბერები...


ჩემს დღეებს როგორმე დავიღამებ,

სიკვდილთან ამაო ჩალიჩამდის....

... წვიმს... წვიმს და წვიმებით დავიღალე...

და სულის ნაპრალში... წყალი ჩამდის...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen