|
ნარცისები მოგიტანე და ლარნაკში ჩავაწყვე, ამბორი და მზის სხივები თმებში უხვად ჩაგაწნე... ათინათი შენს სახეზე ირეკლავდა ვნების ჟინს, სარკმელთან კი ეყვავილა ღიმილივით თეთრად შინდს.
მინდა ღრუბლებს იქით გავცდე აღარ მინდა მიწაზე... გიყურებ და ნატვრა მიპყრობს,როგორც ნექტარს ცხელი მზე, თმების სურნელს შევისუნთქავ არა ერთხელ ზედიზედ...
წავალ (არ გაგაღვიძებ) ლარნაკში კი დაგიტოვებ, ჩემს დაკრეფილ ნარცისებს... |


