კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:48

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

კედელზე ისრებს აუტყდათ ცოცვა,

ხოჭოსას მოჰგავს საათის ქცევა.

რა საჭიროა თავების ხოცვა,

თეფშების სროლა, ჭიქების მსხვრევა?!


ამ ფარღალალა აგარაკს იქნებ

ხვალ უარესის მოუწევს ნახვა,

რატომ მივეცეთ ავბედით ფიქრებს,

წინასწარ ძრწოლას და პირჯვრის სახვას?!


იქნებ დაგვატყდეს მეხი ან კოხი,

იქნებ ვერ შევძლოთ ვერაფრის შველა,

იქნება თავზე დაგვექცეს ქოხი,

ან გააჩუქონ ლეკვები ყველა?!


ჩვენ ხომ ეს ტყე გვაქვს მომდგარი კარად,

და მთვარედ გვადგას ნათელი უფლის,

ახლადგარეცხილ წინსაფრის დარად

ქათქათით შრება ნაფლეთი ღრუბლის.


და როცა ჭისკენ გზად მიმავალი

მოწყენილობის უცები სმერჩი

გადაწყვეტს, ქება გიძღვნას მრავალი,

სხვა რაღა გინდა, ვის რაღას ერჩი?


და როგორც ჭრაქზე ფარვანა, ისე

ნავთს შეეწირა ეს ერთი წელი,

როცა რუხ-ლურჯი დადგა აისი,

გამოიღვიძა და იყო სველი.


ის იჭვრიტება სულ ყველგან ლამის

და თანაგრძნობის ეცემა დამბლა.

მისგან სველდება ბალიში ღამის,

სადაც მან ჩუმი ქვითინი დაფლა.


რით ვანუგეშო ეს ნაბდისძველა?

მას ხომ არასდროს არ აქვს ნახუმრი.

ვით ჩავუჩუმო დარდები ყველა

ამ ნაზაფხულევს შემონახული.


ტყე ჩამოწვება ისე, ვით ტყვია,

ჭაღარავდდება რუხი ბუჩქნარი.

ის პირქუშია, შენ კი ხარ ღია,

დღე - მოუთმენლად გასაფურჩქნავი.


რაღა ატირებს ამ ბებერ სულელს?

სხვა ვინ უნახავს უფრო ნეტარი?

მზესუმზირების ამ მზეებს ულევს

რატომ აქრობენ სოფლად ნეტავი?

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen