|
რომ არ მწყალობ, ცოდვა არ ვარ? რად არ გალობ, არ გიყვარვარ?! მითხარ, მითხარ, ეგრე მალე, ვარდო, ფერი რად იცვალე?! ... გენაცვალე!
ვიგონებ სწორს, ცრემლის ტალღამ გამრიყა შორს... არ მშორდება სივალალე, მანუგეშე... შემიბრალე... ... გენაცვალე!
ფიალით შხამს და წყვდიადის წამოსასხამს... დავეწაფე გესლს მწყურვალე და ძირამდის გამოვცალე... .. .გენაცვალე!
არას ვჩივი, დაე ვლესო ცრემლში სხივი; დაე, მოვკვდე დღეს, თუნდ ხვალე, ოღონდ შენ კი გაიშალე... ... გენაცვალე!
ვარდს - სინაზე მოვსტაცე და შეგთავაზე!.. ვარსკვლავთ გუნდი მოცქრიალე ძირს კვარცხლებად გაგიშალე... ... გენაცვალე!
დაგხაროდი, შენ კი მცვლიდი! რა ვიცოდი? თუ არ გსურდი, რად მაწვალე? ვაგლახ ჩემს თავს! რად გამცვალე?... ... გენაცვალე! |
| პოეზიის გვერდი • • • |


