|
დიდ ნაძვის ქვეშ ამოსულა ნაძვი პაწაწინა; დედის კალთას შეჰფარვია, დგას წყნარად და სძინავს.
მთვარე შუქციმციმა; ხან მხაპუნით გადაუვლის წვეთკამკამა წვიმა!
გაიღვიძებს მაშინ. საყვარელი ნანა ესმის ტყის შრიალის ხმაში.
ლხენით აპყრობს თვალებს, ტოტებს უწვდის მაღლა, ზევით, გაზრდა უნდა მალე!
გაზაფხული ბრწყინავს. დიდ ნაძვის ქვეშ ამოსულა ნაძვი პაწაწინა. |


