კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:41

 

ღამდება, რუხად ჩანან სახლები,

ვით აკინძული წიგნთა ტომები.

მილეულ მთვარეს სოფლის ძაღლები

უყეფენ, როგორც ასტრონომები.


დავრჩები ბნელში მე, მარტოსული,

მსხვერპლი დუმილის და გარინდების,

სარკეში მამხელს ჩემი წარსული

და, როგორც ბალღი, ავქვითინდები.


სული უფსკრულზე დაიძენძება,

ხევებს ჩაჰკივლებს ასგან დაჭრილი...

ყველა პოეტმა ლექსში გეძება,

როგორც ქალი და როგორც აჩრდილი.


აჰა, ძვირფასო, მეც კალმით ვხატე

სახე უჩრდილო და ბედნიერი,

აჰა, დიდება გადაგაფანტე

და ლექსს მივეცი შენი იერი.


მაშ რად ვარ მარტო, ხეს რად ვუცქერი,

სად დაიკარგა ძველი წადილი,

რატომ გავყვითლდი, ვით ეს ფურცელი,

ტოტიდან დაბლა ჩამოვარდნილი?


შორს ხარ... ხეს სცივა და შეჰღაღადებს,

მეც მსურს მარტოდ მყოფს ვუშველო რამე:

- შემოდი, ხეო, აჰა, კარს ვაღებ,

და გაათიე ჩემს სახლში ღამე.


იყავი, სანამ ადგება ორთქლი,

მიწას აუვა სიმწიფის სუნი

მაშინ შენც ტოტებს, მწვანით შეფოთლილთ,

გაშლი აწმყოდ და ლამაზ წარსულად.


მთიდან ჩანჩქერი ჩამოიფშვნება,

ჩამოიყოლებს თოვლის ნაჟურებს,

გაავარვარებს მხურვალე ვნება

ცაში დაკიდულ ცის აბაჟურებს.


ახლა კი ცივა... ფოთლები ყრია,

ვიღაცა სწუხს და გულამდე მწვდება.

შენი ბინის წინ დავიხლი ტყვიას

და დედამიწა წრეს გადასცდება.


შორსა ხარ... ჟინჟღლავს, მე ვგდივარ პირქვე,

ვეჩურჩულები გულს დადუმებულს,

დაე იჟინჟლოს, ცაც ტირის იქნებ

სატრფოს დაკარგულს და დაბრუნებულს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen