|
(ეძღვნება ვახუშტი კოტეტიშვილს)
უდროოდ მოხველ, სიკვდილო, უდროოდ მედიდგულები. ჯერ არ შაუხსნავ ჩემს ქედზე სიცოცხლეს აპეურები.
იმედად, გუთნისდედადა. ადრე რად გამომეტირე, ადრე რადა მთვლი შენადა?..
და კიდეც გავცე მადლია. გათენებისთვის გეცლია, ასე რად მოხველ ადრიან?
ნურც დამიჯდები თავთანო. დაიცა ჩემი ცოდვები ჯერ მე თვითონვე დავთვალო!..
გულს რომ გაცვდება პერანგი. ეს ერთი თვალის ხამხამიც მოდი, კაცურად შემარგე!
შორახლოობა მაშინებს, დაბადებიდან მახსოვხარ, წუთს მიზომავდი არშინით... |


