კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:16

 

კვლავ მასთან მოველ, ისევ აქ არის,

მიყრილ-მოყრილი, აულაგები.

მეცნო ბავშვების ნაეშმაკარი -

განაკაწრები, მელნის ლაქები.


მას ესმის ჩემი უხმო სალამი

ცხრაჯერ გავიდა უკვე აპრილი,

რაც აი, თითქმის ყოველ საღამოს

მე მის კიდეზე ვარ თავდახრილი.


რამდენი ფიქრი, რამდენი რისხვა,

რამდენი ლექსი ფრთებდამხსვრეული...

ბოლომდის მხოლოდ მას წაუკითხავს

ჯავრის ეკლებით სავსე რვეული.


ის მამხნევებდა, ძმასავით მყავდა,

მისი სიფხიზლით ვიყავ ფხიზელი,

მხოლოდ მან იცის ყველაზე კარგად,

რაც მსურდა, რატომ ვერ შევიძელი…


ამგვარი სიტყვაც ბევრმა აკინძა -

ძველია თემა და გაცვეთილი,

მაგრამ არ ჯავრობს ჩემი მაგიდა,

ვატყობ, უსაზღვროდ გახდა კეთილი.


ვატყობ, ახერხებს ფიქრის შენახვას,

მე მესმის მისი უხმო წადილი -

ხომ მასაც სურდა ერთხელ ენახა,

როგორ იქმნება ლექსი ნამდვილი...


მაგრამ დაბელა წლებმა სავსებით

მისი სურვილი და იმედები;

ასე ერთმანეთს დავემსგავსენით,

ასე, ერთნაირ ბედში ვბერდებით!


ალბათ ისღაა ჩვენში ნუგეში,

ალბათ იღბალმაც მიტომ შეგვყარა.

რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვატყუებდით,

როცა ცრუობდა ირგვლივ ქვეყანა;


რომ გვაღონებდა ერთურთის წყლული,

რომ მშობლიური შეგვრჩა გრძნობები,

რომ ვიცი, ორთავ დაგვწყდება გული,

როს დარეკს ზარი დამშვიდობების!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen