კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:39

 

ძეგლს კი არ უგებ ხიზანს შორეულს,

მით განამტკიცებ ძმობის ქვაკუთხედს,

შენ, უკრაინავ, სევდამორეულს

თანაუგრძნე და შვილად აკურთხე.


ამიერიდან აღარ გვეგულვის

წამების გზებზე გადაგებული,

გარს მშობლიური ფრთენი ებურვის

ძმის სიყვარულით გალაღებული.


ჩვენი მგოსნისთვის ფეხს რომ იდგამენ

სურნელოვანი შენი ვარდები,

საქართველოდან შემოგითვალეს:

დღეიდან უფრო შეგვიყვარდები!


იფეთქა წყარომ უკვდავებისამ,

და ოქროს ღარზე, როგორც ებანი,

ჟღერს დღეს წისქვილი ხალხის ნებისად,-

გურამიშვილის ნაოცნებარი.


გადმოიხედავს დიდი კობზარი,

მოხუცს მიიწვევს სადმე გრილოში.

წაიღიღინებს ორი მგოსანი

გამოძერწილი მარმარილოში.


გესმის! ნერგებმაც პირი იბრუნეს,

ჩვენი ვენახით გზას მოგიფენენ,

საცაა წალკოტს გზა-გზა მიკრული

შენსკენ ირმებიც გადმოირბენენ.


რომ დნეპრის პირებს გადაუთარგმნონ

სწრაფი არაგვის ნაქართულები,

და უკრაინულ ვაზის თალარში

ბუდობდნენ რქებით გახლართულები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen