|
რამ დამავიწყოს ის ზეცა გულზე სიამის მომფენი, - სოფელი მთების ძირასა, ის ერთი კარგი სოფელი;
წყალში გასული ბორანი, ალაზნის ლურჯი ნაპირი, სულ ტბილად მოსაგონარი...
ნამგლებით გადავიჭერით, ბიჭები დარჩეულები, სულ შავგვრემანი ბიჭები.
იმ ერთი გოგოს სახელი, გზიდან წასული ორღობე, რა კარგი გადასახვევი...
არ შევუშინდით არავინ შორს დარჩა ჩვენი სოფელი, პაპის ქვევრი და მარანი.
წყალში გასული ბორანი, დღეები სიჭაბუკისა, სულ ტკბილად მოსაგონარი. |


