|
იყო მდიდარი სახლის ერთი მდიდარი კუთხე, სად ფრთას გრიგალი ახლის და მარტოობა მწუთხე.
არა ერთი და ორი განწირულებით მორთავს ძველი ჭაობის შმორი.
ანწლებითა და გუმრით, დამტვრიანებულ შარით, მოუწვეველი სტუმრით.
როგორც ბებერი მგელი - კაცის ბოროტი ბედი! გადაგვარება ნელი!
ჰგავდა ფიქრები მკაცრის სიმპათიური სახის მუდამ უსაქმო კაცის.
უკანასკნელი ნაძვი - სიმპათიური სახის მარად უსაქმო კაცი! |


