მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
|
იხსენებოდეს ის ბედნიერი წამი, ოდეს მიჯნურებს ედგათ სიამის ჟამი. იხსენებოდეს გალაღებულთა ლხენა, მე კი თუნდ მწვავდეს მწვავე დარდების შხამი. თუნდ სამუდამოდ გამწირონ ჩემთა სწორთა, და დავშთე ასე დარდით გვემილი გვამი. ჩემთა თვალთაგან ასი მდინარე მოდის, იხსენებოდეს სხვათა ცრემლების ნამი. იხსენებოდეს, ვისაც ჰაფეზის მსგავსად აღრჩობს უთქმელი სევდა-ნაღველის შხამი. |


