|
სულმოუთქმელად ვკეცე და ვკეცე, გზა, ბილიკი და ნაბილიკარი, და მზად ვარ თქვენს წინ მუხლზე დავეცე, მზეში დავიწვა, როგორც ცისკარი.
სთქვით, რა იქნება სხვა უკეთესი? ო, მთებო... თქვენი ეს ჩაფიქრება, ურთულესია და უთეთრესი.
მხიბლავს მზის ფერად სხივთ დარბაზობა, გთხოვთ მდუმარება მომეცით თქვენი, მომეცით თქვენი ბუმბერაზობა. |


