|
აღარცრა... დარდით დაღლილ სულს, სუსხი მოედოს დეკემბრის, თუ ლექსის წერა აღარ სურს, ლექსებმა წერონ ეგების.
ის ისევ ნისლით ავსილი, არაგვის პირზე ნაგდები, ლოდივით გადახავსილი.
რითმისკენ ხელის ცეცებით, ვერცაით დაუვიწყია, ეს დაწყევლილი ლექსები.
აუტანია მრავალი, გზები რთულია ლექსამდე, სულ ტაეპ-ტაეპ სავალი.
დაღლის სულს დარდის ავდარი, დაე კვლავ ეგდოს არაგვთან, დახავსულ ლოდის სადარი.
თავის დღე-ღამის წესებით, მაგრამ დაწერას ელიან, დაუწერელი ლექსები.
ერთხელ ხომ მაინც გაკრთება, ერთხელ აიწყვეტს ლოდ-სული, ლექსებს გაიშლის აფრებად. |


