|
ღამის წყვდიადში მე შემომესმა, სურნელი ნაზი, თვალგაპობილი. გრიგალმა ცივმა და უშორესმა კართან მოაგდო ავტომობილი.
და შეშინებით დაკრთენ ჩრდილები, კარებთან კივის წარსულის ვალი: მუსიკა, ღვინო და ყვავილები!
იხავერდება ოცნება ჭრელი, რომ სხვა მოცარტით და დელაროშით ვიხიბლებოდე მე, მენესტრელი.
და სიხარულის იყოს ღილები, Flor extra fina, flor extra fina! მუსიკა, ღვინო და ყვავილები.
კლავიატურის გულში მკივარი, ოდეს ცეცხლივით დიდი კონცერტი მოედო თეატრს, ვით სატკივარი.
გრძნობს დაღალული თვალი თეატრში და ედარები მზეს ნამაისარს, მაღალ ლოჟიდან შენ, ბეატრიჩე!
თითქო ქაოსის ნისლში შეველი და ატივტივდა იქ ნაფოტივით კლავიში ერთი, შეულეველი,
რომ გადაკარგვა შემეძლოს სადმე! რომ მაპოვნინა მე შენზე რითმა! რომ ასსონანსი ღიროდეს რადმე!
ღამეს, სითეთრეს, ვაზას, მაგიდებს, კარგი ქალების სიცილს უდარდელს, ელვარე ლალებს და ყელსაკიდებს.
ეშვება ფარდა. მიდის სტუმარი, თეატრი ხდება ლურჯ გაზოლებით უდაბნო ყვავილთ ნასამუმარი.
ვისაც სარკესთან მოწყდა საყურე. აბნელებს სანთლებს, ალაგებს დარბაზს და მშვიდათ მიდის მოსამსახურე.
მის ხსოვნად სული მარად ევნება, მთვარე - ღრუბლების თეთრი პინგვინი და ბაღის მძიმე აშადრევნება!
და სიხარულის იყო ღილები, Flor extra fina, flor extra fina! მუსიკა, ღვინო და ყვავილები! |
| პოეზიის გვერდი • • • |


