კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:02

 

მთარგმნელი: ვალერიან გაფრინდაშვილი

 

ვართ ლურჯთვალა, როგორც ია

უცოდველნი ვართ გრძნობაში.

შთაგონებამ ჩვენ დაგვტია

სულ პატარა მოთხრობაში.


ჩვენ მივდივართ ჩახვეულნი,

უდარდელნი ვაი ვართ წყვილები.

მშვიდად ფეთქენ ჩვენი გულნი,

შორს არიან ყმაწვილები.


ჩვენსავით ვინ ინავარდებს!

ვმხიარულობთ დღე ცისმარი,

ვიჭერთ პეპლებს, ვკრეფავთ ვარდებს,

შორს ბნელეთი და სიზმარი!


ჩვენ ჭილოფის ქუდს ვატარებთ..

მზე ვერ დაგვწვავს ახლა მკვეთრი.

თეთრ სამოსში ვინეტარებთ,

ვინ იქნება უფორო თეთრი?


გვიმღერიან მაცდურ ჰანგებს

დონ-ჟუანი და ფობლაზი

სიტყვებს, თვალებს, ვით ხაფანგებს,

გვიდგამს თვითონ ლოველასი.


ამაოა მათი ქცევა.

აშიკობა და ტრიალი

ჩვენი დასი გაექცევა

მათ კაბების მწველ შრიალით.


ჩვენ ვაბრაზებთ მათ ოცნებას.

ვერ ითმენენ ის ოხრები

ჩვენ ზიზღსა და ჯადოსნებას

ვხვდებით ისე, როგორც მტრები.


მაგრამ ხშირად ტოკავს გული:

გვეშინია, რომ ავარებს

დაუძლეველ სიყვარულით

ტრფობის ღმერთი შეგვაყვარებს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen