კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:02

 

"პირი იბრუნა მოსემ და ჩამოვიდა მთიდან.

ხელში ორი ფიქალი ეჭირა.."

ბიბლია

 

ღმერთო, ჩამსახე, ჩამანელე, ისევ ჩამსახე,

შუქში ჩაფინე ჩასალტობად ცისკრის ტოპაზი

და მოეც სულთა სიწრფოება და სიჯანსაღე

ზეცის და მიწის გამუდმებულ ამ განდობაში.


ცეცხლში გამოწვი ჩემი ხალხი, და გამოჩალხე

ერად, რომელსაც სრულად მოსრავ, სრულად მობალთავ,

რომ მერე - ისევ მოამბოხე, ისევ მოჯანყე -

მკვდრეთით აღდგეს და აღიმართოს შენს კიდობანთან.


ჩქამს გაიღებენ სიშორეში წყალნი ზღვისანი

და სულ სხვა რწმენით მობრუნდება დრო ნასხვისარი;

სიცხე კი მაინც დაბუღრაობს, - რა გვესიცხება, -


ცა გააბეზრა უნდობლობის გრძელმა ასაკმა,

ღრუბლებს მოაპობს სჯულმდებელი, - უკვე იწყება

ურჯუკი მოდგმის დაურვება და გარდასახვა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen