კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:10

 

ეს დღეც უშენობის დღეებს გავატანე,

თითებს დაჰყვებიან სუნთქვის აკორდები,

სული რომ მომეთქვა, ძალა დავატანე,

არა, არ დავღლილვარ, ისევ მაგონდები.


ისე დამიგროვდი, ვერსად ჩაგატიე,

ვიცი ამოხეთქავს მალე აგონია,

ასე რომ მიყვარხარ ესეც მაპატიე,

იქნებ დავიღალო... თუმცა არ მგონია...


შენს თბილ ხელისგულზე ნატვრად ვმეორდები,

ბაგის კუთხეებთან ღიმილს წაგასწარი,

მოდი, ამაღამაც სიზმრად გელოდები,

დედა დაგაფიცე, უკვე დაგასწარი...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა მეფარიშვილი  • • •   ნანა მეფარიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen