კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 16:07

 

 

იუმორესკა

 

მატარებელი მცხეთას გასცდა, -

სანატრელი და სანუკვარი, -

მამაკაცის დედაკაცთან

ყურს ჩამესმის საუბარი:


- ვერ მიცანით?! - ქალის ხმაში

სექსის სილბო საგრძნობია;

რაღაც მოტკბო არის მასში,

რაღაც ძალზე ნაცნობია...


- მაპატიეთ, მაგრამ ვერა!

(ქალის მზერა, ალბათ, მკაცრი)

- გცნობთ და ვერც გცნობთ... -

დასძენს ხელად, საშველს ეძებს მამაკაცი.


ჩაიცინა ქალმა სევდით,

მოგონილი გაბრაზებით:

- გაიხსენეთ! კუდში მსდევდით,

მთელ თვეს საშველს არ მაძლევდით!


ბინდში ქსანი ჩავიქროლეთ,

ვარსკვლავჭყეტით მოჰქრის ღამე,

ჭიქის დადგმა გავიგონე -

იქ, კუპეში, ღვინოს სვამენ...


უცბათ - კაცის შეყვირება:

- ღმერთო ჩემო! ლილი! თქვენ ხართ!

ქალს უთუოდ ეღიმება,

ახლა - დუმილს ხმარობს ხერხად.


კაცი ხვნეშით კუპეს არყევს,

ქალი - ქალმა მეტი რა ჰქნას:

ქმარი ჰყავდა, ახლა არ ჰყავს,

- თქვენ, თქვენ საით! - ისიც გაგრას...


მთვარებ ღრუბლი გამოცურა,

კუპე მძინარ კაცებს არხევს,

კორიდორში გამოსულან,

მამაკაცი სარკმელს აღებს.


ფუი, საქმე გამიჩინეს,

რანაირად ჰქსოვენ ბუდეს!

კაცი მალ-მალ ჩაიცინებს,

ტუჩი - ქალის ყურზე უდევს.


მატარებელი მეტეხს გასცდა,

ახლა უკვე ძეგვს გავცქერი.

დედაკაცის ჩაცინება:

- რა ხართ, რა ხართ ეს კაცები!...


ქალის ცნობა არ გვესწავლის -

მყვირალობის, ნადირობის:

ლილი გახლავს ან მესამის,

ან მეოთხე ყვავილობის.


არც კაცია მთლად ჩაუქი,

ლახვარ-ხანჯალ-ამოწვდილი;

არც მოხუცია, არც ჭაბუკი -

ბერბიჭაა გამოცდილი...


კი! - იწერენ მისამართებს!

კი! - არკვევენ კორდინატებს!

ეს არ არის ვარიანტი

ის, რომელიც შორს გვინათებს...


ვუახლოვდებით გორს ტაატით

გაგრძელებით ძველი ზვირთის -

ბარე ოცი, ოცდაათი

წლისწინდელი მწველი ფლირტის.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen