|
მატარებელი წარსულს გამოსცდა. ჩადგნენ ქარები, დამშვიდდნენ ზღვები. გადავრჩი, მაგრამ ნელ-ნელა ვკვდები... ეს იყო ჩემთვის დიდი გამოცდა, ჩემს ჩასაქოლად მზად ჰქონდათ ქვები, უკან გვირაბი მომდევდა ყეფით, მაგრამ გადავრჩი განგების ნებით და ახლა, ჩემთვის, ნელ-ნელა ვკვდები... მატარებელი წარსულს გამოსცდა! |
| პოეზიის გვერდი • • • |


