მთარგმნელი: გრიგოლ ცეცხლაძე
|
ტურფავ, ცრემლებით უმხურვალესით ნუ ტირი, არ ღირს მისთვის ეწამო. იგი ცელქობდა შენთან ალერსით, უყვარდი მხოლოდ მოწყენის გამო.
ცოტას შეხვდები მომხიბვლელ ვაჟებს? მეტი ცეცხლია იმათ თვალებში, და მეტი შნო აქვთ იმათ ულვაშებს.
ბედს გადმოეგდო ჩვენს ქვეყანაში; დაეძებს სახელს, მას უნდა ომი, და რას ჰპოვებდა ის შენს ხვევნაში?
ჰფიცავდა, რომ შენ არ გიღალატებს, ის აფასებდა შენს ალერსს ძვირად, მაგრამ ცრემლებს კი ვერ დააფასებს. |


