კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 18:07

 

წავიდა თოვლი... გაიყოლია

გადაფიფქული ლამაზი ფიქრი...

მოვიდა მიწა და მოიტანა

შენი ლექსების პატარა წიგნი.


შენი ლექსების პატარა წიგნი...

მე მომეჩვენა, იწექი შიგნით,

იხედებოდი თვალმოჭუტული

შორსა და მაღლა და ცხრა მთას იქით.


ყაყაჩოსფერად ლექსები იწვის,

სიტყვები ჟინით გალეშილია...

წავიდა თოვლი, მოვიდა მიწა

და აღარაფრის არ გეშინია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ავთანდილ გურგენიძე  • • •   ავთანდილ გურგენიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen