კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 23:10

 

ფოთოლცვენის ხმა, მჭკნარი წლები, წლები ცვენადი,

სადა ხარ, ჩემო ოცნებაო, საით წახველი, -

ბზა და ძახველი, ისლის სახლი, გზა საძრახველი,

ძველი ეზო და აჩეხილი ჩვენი ვენახი.


სიო ნელი და შემპარავი, სიო ვერაგი

და გზისპირ - სახლის შეფარული, ჩუმი ნაღველი,

მაჭრის ღუღუნი, მთვრალი ჭინკა და საწნახელი

და კიდევ - ჩრდილში მომლოდინე სხვა ფათერაკი.


ფუჭია ყველა განჩინება, ყველა ბრალდება, -

ხედავ - ძილის წინ ყველაფერი როგორ მკრთალდება

და რა სიცხადით იკვეთება სულ სხვა კონტური?!


მზე კი მაინც კრთის, საწადელი ისევ გვერევა,

მაგრამ ქარს მოაქვს ღამეების ბნელმეტყველება

და ბგერა - ჩუმი, უჩვეულო და ჩიქორთული...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen